მშობელთათვის

 მშობლებისათვის


    გთხოვთ გაეცნოთ ნორჩ ფიზიკოსთა წრის სამუშაო გეგმას და  განრიგს. წრის მუშაობის ამსახველი  ფოტომასალა პერიოდულად განთავსდება ბლოგზე.  თუ თქვენ თანახმა ბრძანდებით, თქვენმა  შვილმა მიიღოს მონაწილეობა წრის  საქმიანობაში, განცხადების ფორმის შესავსებად მიმართეთ კლუბის  კურატორს -
   სსიპ   ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ეკა ბოხუას

მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო საკითხებს ფიზიკიდან, იმუშავებენ საინტერესო და სახალისო ამოცანებზე:

            მაგალითად ვუპასუხებთ კითხვებზე:

  1. რატომაა წყალქვეშა ნავის ან თევზების დიდი გუნდის აღმოჩენა თვითმფრინავიდან უფრო მოსახერხებელი?
  2. გზის უსწორმასწორობანი დღისით უფრო ცუდად ჩანს, ვიდრე ღამით, როცა გზას ავტომობილის ფარები ანათებს. რატომ?
  3. ფანჯრის მინიდან საგნები ზოგჯერ დაბრეცილი გვეჩვენება. რატომ?
  4. რატომ ჩანს კოვზი გადიდებული თხელკედლიან წყლიან ჭიქაში?
  5. რატომაა თოვლი თეთრი, ფოთოლი – მწვანე, მური – შავი?
  6. რატომ არის წყლის ზედაპირზე ცის გამოსახულება ყოველთვის უფრო მუქი ფერის, ვიდრე სინამდვილეშია?
  7. მეხანძრეებს ახურავთ ლითონის მბრწყინავი ჩაჩქანი. რატომ?
  8. მზის სხივებისაგან დასაფარავად ყველაზე უფრო პრაქტიკულია თეთრი და წითელი ქოლგები. რატომ?
  9. ჩვეულებრივ ფოტოსურათზე ლურჯი ყვავილი ღია ყვითელი ფერის გამოდის, ხოლო წითელი ყვავილი – შავი. რატომ?
  10. რატომ არის უკეთესი შეღებილი საგნის გაშრობა ინფრაწითელ საშრობში, ვიდრე ღუმელში?

პასუხები

  1. სხივის დაცემის კუთხის შემცირებასთან ერთად, წყლიდან არეკლილი სხივების ინტენსივობა მცირდება.
  2. ავტომობილის ფარებით გზის განათებისას უსწორმასწორობანი იძლევა ჩრდილს, რომელიც შორიდან კარგად ჩანს.
  3. მინის სისქე და ოპტიკური სიმკვრივე სხვადასხვა ადგილში სხვადასხვაა. ეს ქმნის საგნის ნაწილების ხილულ წანაცვლებას.
  4. ჭიქაში წყალი ცილინდრული შემკრები ლინზის როლს ასრულებს.
  5. თოვლი აირეკლავს ყველა სახის სინათლის ტალღას, ფოთოლი – მწვანეს, მური კი -შავს.
  6. სინათლე ნაწილობრივ აირეკლება წყლიდან, მეტი ნაწილი კი გაივლის მასში, ამიტომ ხდება რეალური ფერის სახესხვაობა.
  7. ჩაჩქანი გამოიყენება ხანძრის დროს მექანიკური დარტყმების ასაცილებლად, აგრეთვე ინტენსიური ინფრაწითელი გამოსხივებისაგან თავის დასაცავად.
  8. ეს ქოლგბი კარგად აირეკლავენ ნარინჯისფერ, წითელ და ინფრაწითელ სხივებს.
  9. ფოტოემულსიაზე ლურჯი სხივები უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე ყვითელი, ხოლო წითელი თითქმის არ მოქმედებს.
  10. ღუმელში საგანი მთლიანად შრება, რის გამოც შეიძლება მოხდეს მისი დეფორმაცია. ინფრაწითელი სხივებით შრობა ხდება ნაკეთობის ზედაპირზე. ასე რომ ეს გამოსხივება შეღმწევი თვისებით არ გამოირჩევა.

No comments:

Post a Comment

რა ფუნქცია აქვს ფიზიკას?

  არსებობს აგურები და არსებობს ნივთიერება, რომელიც ამ აგურებს ერთმანეთს აწებებს, და სახლი შენდება. სწორედ ასე, სამყაროში არსებობს მატერია, დ...