პროექტი ,, ცნობილი ადამიანების მოსაზრებების გაცნობა"


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ეკა ბოხუა
რაიონი
ქალაქ ქუთაისი
სკოლა
ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლა
ქალაქი
ქუთაისი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება   ,, ცნობილი ადამიანების მოსაზრებების გაცნობა- გია დვალის ლექციების მოსმენა"

თემის შინაარსი
სამყაროს წარმოშობის შესახებ მოსწავლეებში არსებულ კითხვებზე პასუხების მოძებნის მიზნით ბატონი გია დვალის ლექციებიდან საჭირო ფრაგმენტების მოძიება, აკინძვა და მოსწავლეებისთვის მოსმენა, გაცნობა.
საგანი
ფიზიკა
დონე/კლასი  
საბაზო და საშუალო საფეხური/ VII - X  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2023 წელი იანვარი
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის  სწავლა-სწავლების მიზნები

1. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:     დროსა და სივრცეში ორიენტირება,   და  წიგნიერება
  • თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით ჭრილში გააზრება და ინტერპრეტირება;
  • მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით.
  • ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.;

               საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზნები და ამოცანები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჯგუფში გაერთიანებული საგნების სწავლების მიზანია, გაუჩინოს მოსწავლეს ინტერესი და აზიაროს საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ. 

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
პროექტის მიზანი:
გაეცნოს და შეისწავლოს მოსწავლეებმა სამყაროს შესახებ არსებული მოსაზრებები.
მოსწავლე შეძლებს დააკავშიროს მეცნიერული წარმოდგენები ერთმანეთთან და ჩამოაყალიბოს საკუთრი მოსაზრებები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

1. როგორ  წარმოიშვა სამყარო?


თემატური კითხვები
  1.რა ვიცით სამყაროს წარმოშობის შესახებ?.
 2. რომელ მეცნიერთა მოსაზრებებს ვიცნობთ?
შინაარსობრივი კითხვები
 3. რომელ მეცნიერთა მოსაზრებების მოსაზრებების გაცნობას ისურვებდით?

1. ემთხვევა თუ არა მეცნიერული და რელიგიური წარმოდგენები სამყაროს შესახებ ერთმანეთს?

2. რა მოსაზრებები აქვს ბატონ  გია დვალის სამყაროს წარმოშობის შესახებ.


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო


პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ









ა)ცოდნის კვლევა





ბ)კომპიუტერული უნარ-ჩვევების კვლევა
რა ვიცი,
რა მინდა ვიცოდე,
რა ვისწავლე

კითხვარი
ა)ინფორმაციის მოძიება
ბ)კვლევის საგნის განსაზღვრა და გამოკვლევების წარმოება.
გ)ინფორმაციისა და კვლევის შედეგების  გაანალიზება და დახარისხება.
განმავითარებელი/
შეფასება.
  (რუბრიკა)
ა)პრეზენტაცია,

ბ) ბროშურის შექმნა
გ)კედლის გაზეთი,

განმავითარებელი შეფასება
        (რუბრიკა)
სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე  გამოვიკვლევ მოსწავლეების ცოდნას სამყაროს წარმოშობის შესახებ
(K-W-L) ცხრილის გამოყენებით, ამ აქტივობის მიზანია დავადგინო მოსწავლეთა წინარე ცოდნა სამყაროს წარმოშობის შესახებ,
შემდეგი აქტივობაა დავალებების განაწილება ჯგუფებში.  
კლასი დაყოფილია 5 ჯგუფად.ჯგუფები მოიძიებენ ინფორმაციას შესაბამის თემებზე:
1) სამყაროს წარმოშობის შესახებ წარმოდგენების ცვლილების ეტაპები;
2)სამყაროს წარმოშობის შესახებ რელიგიური წარმოდგენები;
3) სამყაროს წარმოშობის შესახებ ანტიკური თეორიები,
4) სამყაროს წარმოშობის შესახებ თანამედროვე თეორიები,
5) რა ვიცით შავი ხვრელების შესახებ
ინფორმაციის მოძიება- გაანალიზება-დახარისხების პროცესში მოსწავლეებზე ვაწარმოებ დაკვირვებას , გამოკითხვას, გასაუბრებას.
 მოსწავლეები ინფორმაციას მოიძიებენ სახელმძღვანელოდან,ინტერნეტიდან,
მოაწყობენ დისკუსიას, შექმნიან ბროშურას, გააკეთებენ კედლის გაზეთს,
  • კითხვების შესახებ პასუხების მოძებნის მიზნით მოვისმენთ ბატონ გია დვალის ლექციებს
  • მოსმენილი ლექციის ანალიზი
  • მოსმენილი ლექციის მიხედვით საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა

მუშაობის პროცესში მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
პროექტზე მუშაობა დასრულდება სასკოლო პრეზენტაციით.მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით.








No comments:

Post a Comment

რა ფუნქცია აქვს ფიზიკას?

  არსებობს აგურები და არსებობს ნივთიერება, რომელიც ამ აგურებს ერთმანეთს აწებებს, და სახლი შენდება. სწორედ ასე, სამყაროში არსებობს მატერია, დ...